არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან მეჯვრისხევის მაცხოვრებელი იოსებ დვალიშვილი დააკავეს.
„ინტერპრენიუსის“ წყაროს ცნობით, დვალიშვილი, სავარაუდოდ, იმავე ტერიტორიის სიახლოვეს გადაადგილდებოდა, სადაც გუშინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 7 მამაკაცი დააკავეს.