LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საოპერო ხელოვნების მოსიარულე ლეგენდა კი არის და ვიდრე დედამიწაზე კლასიკური მუსიკა იარსებებს, ყველას ეცოდინება მისი შეუფასებლობის ფასი!…” – ნიკოლოზ რაჭველი პაატა ბურჭულაძეს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

179
BeFunky-collage (18)

პაატა ბურჭულაძე იუბილარია. ნიკოლოზ რაჭველი მსოფლიო ბანს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს.

“რამხელა ბედნიერებაა ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანს რომ მეგობრად თვლი და ისიც ზუსტად ასე ფიქრობს შენზე…

ეს წლების წინ გავაცნობიერე და მას მერე უამრავი დაუვიწყარი, საოცარი მოგონება და გაწეული შეუფასებელი სიკეთე დამიგროვდა მისგან და მასთან ერთად…

დღეს ამ დიდი ქართველი ხელოვნის და უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო ფონდის დამაარსებლის 67-ე დაბადების დღეა!

ღმერთმა ჯანმრთელობით გამტკიცებული დღეგრძელობა მისცეს, წყალობა და მადლი არ მოაკლოს!

საოპერო ხელოვნების მოსიარულე ლეგენდა კი არის და აწი ვიდრე დედამიწაზე კლასიკური მუსიკა იარსებებს ყველას ეცოდინება მისი შეუფასებლობის ფასი!!!

Paata Burchuladze Happy Birthday!!!”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები