LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო ოპოზიცია ამნისტიის შესახებ პროექტებთან დაკავშირებით კახა კუჭავას ხვდება

35
კახა კუჭავა

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრაზე ამნისტიის შესახებ პროექტებს განიხილავენ და იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ რამდენად არსებობს რესურსი პოზიციების დაახლოებისთვის. თუ მხარეები ერთ დოკუმენტზე დღესაც ვერ შეჯერდნენ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს პირველი მოსმენით ორივე პროექტი წარედგინებათ.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული 2 დამოუკიდებელი დოკუმენტი უკვე განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა. ორივე კომიტეტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ოპოზიციის ალტერნატიულმა პროექტმა, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო.

იმედია ამნისტიის პროექტზე კონსესუსის პოვნას შევძლებთ: კახა კუჭავა

მმართველი გუნდის დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

დოკუმენტი ითვალისწინებს, ასევე, ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტსაც. კერძოდ, ამნისტია არ ვრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი, რადგან ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით: მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის კანონპროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდადებული პირები თავისუფლდებიან. ამასთან, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტისგან, ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს.

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები