LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გამოწვევების მიუხედავად, მყარად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს – ფინანსთა მინისტრი

57
277529858_340651041429249_6127555736039158202_n

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე და იმ მხარდაჭერაზე გაამახვილეს, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ქვეყანას ურბანული, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამების მიმართულებით უწევს.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, მყარად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად განაგრძოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g