LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

324
0201coronavirus

საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს. მისი თქმით, ღონისძიებები, რაც საქართველოს საზღვრებზე დღემდე ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ხორციელდებოდა, ახლა უკვე ირანიდან მოგზაურობის პირებზეც გავრცელდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ღონისძიებები დაწესდეს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზეც, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დიდია.

“მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია, რადგან, ჩინეთთან შედარებით, ამჟამად ჩვენთვის, შესაძლოა, მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს ირანი. ჩვენ მასთან საზღვარი არ გვაქვს, თუმცა ძალიან ახლოს არის, თეირანიდან საათნახევრის ფრენაა საქართველომდე და ძალიან ინტენსიური ტურისტული და ბიზნესურთიერთობები გვაქვს ირანთან. ამიტომაც მიიღო დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანის რისკი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8 დაღუპული და 43 ინფიცირებული – რა ზომებს იღებს ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ უკვე ხვალ, საქართველოს მთავრობა ხელს მოაწერს ახალ განკარგულებას და ქვეყანაში დაავადების შემოტანის პრევენციისთვის მორიგი ნაბიჯები გადაიდგმება. მისი განმარტებით, ჩინეთში ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 24 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

ქართველი ემიგრანტი იტალიიდან: “ბევრმა არც იცის საელჩომ რა დაწერა” – რა ხდება სინამდვილეში იტალიაში

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

„მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. იტალიასთან მიმართებით მიმდინარეობს მსჯელობა, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g