ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
ჩვენი ეროვნული გუნდი 93-ე ადგილზეა (1254 ქულა), წინა თვეს ჩვენები სამი საფეხურით უკან, 96-ე ადგილზე იყვნენ.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართა. 6 სექტემბერს სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა, ხოლო 9 სექტემბერს შინ ლატვიას 1:0 აჯობა.
ჩვენი მეტოქეები კი, პირიქით, დაქვეითდნენ. ყაზახეთი ორი საფეხურით დაეცა და 118-ე ადგილზეა. ლატვიამაც ორი ადგილით უკან დაიწია და 131-ე პოზიციაზე იმყოფება. სამაგიეროდ, 2 პოზიციით დაწინაურდა ანდორა და
128-ეა.
პირველ ათეულში ლიდერი შეიცვალა და ახლა რეიტინგის პირველი ადგილი ბელგიას ეკუთვნის, რომელიც ოდნავ უსწრებს მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს.