LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია – დავით დონდუა

90

რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც მთელ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრეგორი კარასინის, საპასუხოდ განაცხადა.

დონდუას თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია, მიღწეული იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემხვედრი კონსტრუქციული პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში.

შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა დგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატში.

ასევე, ყოვლად მიუღებელიასაბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებსაქართველორუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით, – განაცხადა დავით დონდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები