LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან რუსეთში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა აკრძალულია – ეს უნდა თქვას ხელისუფლებამ და ასახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში: კახიძე

308
ოთო კახიძე

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთო კახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ საქართველოდან რუსეთში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა აკრძალულია და ეს შესაბამის ნორმატიულ აქტში უნდა ასახოს.

კახიძის განცხადებით, თუ ამ პროდუქციისა და დანადგარების რუსეთში შეტანა აკრძალული არ გვაქვს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ეს საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს:

“საკითხი დგას ძალიან მარტივად. არსებობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამხედრო და თან სამოქალაქო მოწყობილობები, ჯიპები, სხვადასხვა დანადგარები და საქონელი, რომლის შეტანაც რუსეთში აკრძალულია, მაგრამ საქართველოში შემოტანა აკრძალული არ არის, იმიტომ რომ საქართველო არ არის სანქცირებული ქვეყანა.

რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში რეექსპორტს, ანუ საქართველოში შემოტანა და შემდგომ საქართველოდან რუსეთში გატანა საქართველოს ხელისუფლებას აკრძალული არ აქვს, იმიტომ რომ ისინი არაერთხელ აცხადებდნენ და იმავე პოზიციაზე არიან, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ამ დანადგარების, ხაზს ვუსვამ ორმაგი დანიშნულების, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულების, რომელიც გამოიყენება რუსეთის მხრიდან როგორც აღმოჩნდა სამხედრო მიზნებით. თუ ამის შეტანა რუსეთში აკრძალული არ გვაქვს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ეს საქონელი აღმოჩნდეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ საქართველოდან რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა, არის აკრძალული, ეს უნდა თქვას საქართველოს ხელისუფლებამ და ასახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ეს აკრძალვა. უმარტივესი საკითხია და თან იძახო რომ არ უერთდები სანქციებს და თან შეურაცხყოფა უწოდო ამ ტიპის ინფორმაციას, ეს ერთმანეთთან ლოგიკურად არ ჯდება”, – განაცხადა კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g