ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგატების დაბრუნება გააპროტესტეს საქართველომ, უკრაინამ და ლიეტუვამ. საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაც პროტესტის ფონზე დაიწყო. საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა.
სამი ქვეყნის წამომადგენლებმა, მსოფლიო ორგანიზაციაში, რუსეთის დაბრუნების საკითხზე საერთო მსჯელობა მოითხოვეს და ხელახალი გადახედვის მიზნით თავმჯდომარეს სიტყვით მიმართეს. ქართველმა დელეგატებმა, თანამოაზრეებთან ერთად, დარბაზში ფეხზე წამოდგომით დააფიქსირეს საპროტესტო პოზიცია.
სიტყვა ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა მოითხოვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ყირიმის ანექსიის და მოსკოვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების ფონზე რუსეთის ევროპის საბჭოში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული საკითხი, მონიტორინგის კომიტეტს შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად გადაეცა.
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა, რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. დელეგაცია ასევე მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩაერთო.