LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

231
84446052-2788472544546006-8753094356556054528-o

სტრასბურგში დღეს ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ  “ქართული ოცნება” თავის მთავარ გვერდზე ავრცელებს. აქვე განმარტებულია, რომ კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში ჩატარდა.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას სტრასბურგში, ქართველი დელეგატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ და მათ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით ხვალ, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

გადადგომა იყო რეაქცია მოთხოვნაზე – ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები