საქართველოში 2015 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-მა ”საქართველოს ბანკი” დაასახელა.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული ჯილდო ”საქართველოს ბანკს” EBRD–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებშიგადაეცა.
ცნობისთვის, EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმ დღემდე 18.400 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.