LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკისა და „ბიჯეოს“ მმართველ გუნდებში ცვლილებებია

99

საქართველოს ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მმართველ გუნდებში ცვლილებებია. კერძოდ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება დავით წიკლაური, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე საოპერაციო მიმართულებით-ლევან ყულიჯანიშვილი და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით – ვასილ ხოდელი. დავით წიკლაური და ლევან ყულიჯანიშვილი უკვე არიან საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, ხოლო ვასილი აქამდე ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების  დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხსენებული დანიშვნები ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათი დამტკიცებისთანავე.

საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მიერ ივლისში გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის შედეგადაც კომპანია განვითარდება ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით (საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი), ინიშნება ჯგუფის ახალი ფინანსური დირექტორი – ლევან ყულიჯანიშვილს ამ პოზიციაზე შეცვლის გიორგი ალფაიძე, რომელიც აქამდე ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვისა და ინვესტორებთან  ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.

„მოხარული ვარ, რომ ხსენებული დანიშვნები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში ბევრი ნიჭიერი მენეჯერი გვყავს. მას მერე, რაც საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“, გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ განვითარდეს ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით – საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი, დარწმუნებული ვარ,  ფინანსური დირექტორის ფუნქციის გამოყოფა და ბანკის მმართველი გუნდის განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების დამოუკიდებლად წარმატებით ზრდას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

„მინდა მივულოცო ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დავითს, ლევანს და ვასილს და ასევე მივესალმო ახალი წევრისშემოერთებას ბანკის მმართველ გუნდში. თითოეულ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი პროფესიონალური და ლიდერობის გამოცდილება, რაც, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს ბანკის შემდგომ წარმატებას. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას განახლებულ გუნდთან, ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g