საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის გამარტივებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი, Mastercard-თან პარტნიორობით, ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.
საქართველოს ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, Mastercard ბიზნეს ბარათით, შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმებზე ფასდაკლება მიიღონ ან უფასო სერვისებით ისარგებლონ.
ბიზნესებს ამ სერვისების საშუალებით შეუძლიათ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები და სხვა პროცესები.
შეთავაზებებს შორისაა:
- Notion-ის პლატფორმა 6 თვე უფასოდ;
- Microsoft 365 Business Basic-ის გამოწერა შეღავათიან ფასად;
- Fiskl-ის მობილურ და ციფრულ პლატფორმებზე 50%-იანი ფასდაკლება;
- CloudMe-ზე 35%-იანი ფასდაკლება;
- Designs.ai-ზე 25%-იანი ფასდაკლება;
- უფასო დომენი და 70%-იანი ფასდაკლება BigRock-ის პლატფორმისგან და სხვა.
შეთავაზებების სრული სიის სანახავად გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათი, შეუკვეთეთ ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.
(R)