საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი კანონმდებლები უკვე სტრასბურგში იმყოფებიან.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველს პარლამენტის წევრები ვარაუდობენ, რომ სესიაზე ერთ-ერთი პირველი განიხილება საპარლამენტო ანგარიში, რომელიც ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიამ მოამზადა.
შეჯამდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები.
ეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.