LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

76
ხალხი

2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო – ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასება.

მიმდინარე წლის აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ასევე ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 9%-იან ზრდას ელის.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) კი 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები