LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა

115
დოლარი

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მორიგი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციას უკავშირდება. სავალუტო ინტერვენციის მიზანი ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენის არიდება და სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის ხელშეწყობაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები 8 და 16 ოქტომბერსაც განახორციელა. შესაბამისად, ოქტომბერში სამი ინტერვენციის ჯამური მოცულობა $173.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია, ის უფრო მეტია, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში აუქციონების გზით გაყიდული თანხა – $166.7 მლნ. 2024 წლის 10 თვეში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების გზით უკვე 342 მილიონი დოლარი გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g