LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

116
მზია ამაღლობელი

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, მოუხსნას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი.

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

განცხადებას სახელწოდებით – Free Mzia Today, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს. როგორც მიმართვაში ორგანიზაცია და ხელმომწერები აღნიშნავენ, ისინი მზია ამაღლობელის, მისი კოლეგებისა და საქართველოში მომუშავე ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით არიან.

ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე „ბათუმელები“-ს სპეციალური ნომერი დაარიგეს, რომელიც „რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა“

ცნობისათვის, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელმა 12 იანვარს პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა, რომელიც 38 დღის შემდეგ შეწყვიტა.

ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს

ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g