LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან“ – სალომე ზურაბიშვილი

132
სალომე ზურაბიშვილი, მზია ამაღლობელი

„საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს…“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქალებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს

პროტესტის მონაწილეებმა, 3 წუთით, სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე ღერძულა ხაზი დაიკავეს.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.

მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , – წერს ზურაბიშვილი.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის… მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში… მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა“ – პენიტენციური სამსახური

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-20 დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g