LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – რას გირჩევთ იურისტი ემიგრაციაში წასვლის მსურველებს

15
აბელი

ემიგრაცია – პრობლემა, რომელიც საქართველოს სამწუხარო რეალობაა. ბოლო დროს , რამდენიმე სატელევიზიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთი ქალბატონი “ტვ პირველთან” ჰყვებოდა, რომ ის თურქეთში გაყიდეს, შემდეგ კი მოტყუებით ბელგიაში გააგზავნეს. ის ჰყვებოდა ასევე, რომ ტელეფონი და პასპორტი წაართვეს, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც, როგორც თავად ეს ქალბატონი ეუბნებოდა სატელევიზიო მედიას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ თემაზე გვესაუბრა გადაცემაში “კანონის ფარგლებში”. ჩვენი სტუმარია “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგია. 

“ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაციის არის, ცხადია, სიღარიბე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს ის რისკები, რაც არალეგალურ ემიგრაციას თან ახლავს. პირველ რიგში, ვიცით, რომ არსებობს კომპანიები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ის ყველაფერს უზრუნველყოფს. ასეთ დროს, ამ კომპანიას უნდა მოსთხოვონ კონტრაქტი, ინფორმაცია – რა მარშრუტით წაიყვანს, ვინ დახვდება, ვინ და სად დააბინავებს და საერთოდ, რა ვალდებულებას იღებს კომპანია.

უმეტესად არის ზეპირი გარიგებები, როცა კომპანიას არაკეთილსინდისიერად მოქცევა აქვს ჩაფიქრებული, ის კონტრაქტს არ გააფორმებს, ადამიანს კი, რომელსაც უჭირს და წასვლა უნდა, ხშირად, ყველაფერს თანხმდება. მაინც უნდა მოვიკითხოთ კონტრაქტი, ახლობლებშიც, ინტერნეტშიც მოვიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. თუ მაინც ითხოვს პასპორტს კომპანია, ნოტარიულად დამოწმებული ასლი მივუტანოთ და არა დედანი. მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების გზები. არსებობს ე. წ. უკონტროლო ტერიტორიები, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როცა მოქალაქე მექსიკის გავლით მიდის აშშ-ში. 

შესაძლოა, პირი, თავდაპირველად ლეგალურად ჩავიდეს, ტურისტული ან სასწავლო ვიზით და დარჩნენ. უნდა იცოდეთ, რომ ყველა ქვეყნის საემიგრაციო სამსახური პერიოდულად ეძებს ხოლმე არალეგალებს, შემდეგ გადაჰყავთ დროებითი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი ხდება დეპორტაცია”, – აცხადევს აბელ გეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g