LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს“ – მოსკოვი-თბილისის პირველი რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები მოფრინავენ

182
მერაბ ჭიქაშვილი

რუსული პროპაგანდისტული მედიის „РИА Новости“-ის ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის ავიარეისის პირველ ბორტზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პროპაგანდისტები საქართველოში „ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მერაბ ჭიქაშვილთან ერთად მოფრინავენ, რომელიც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რუსეთთან დიალოგს 2022 წლიდან აწარმოებს“:

„რუსებს ჰგონიათ „ტრიუკი“ ჩაატარეს და ადრე გამოფრინდენ - ოღონდ ჩვენც ადრე გვქონდა შეკრება დანიშნული“ – ელენე ხოშტარია

„12-ზე გავალთ რესპუბლიკის მოედნიდან, ვინც მოდიხართ გთხოვთ არ დაიგვიანოთ, თუ დაიგვიანებთ პირდაპირ აეროპორტში წამოდით.“ – წერს ელენე ხოშტარია.

„ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ამ ბრძანების ხელმოწერისთვის.

მან დაამტკიცა და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ხალხის თხოვნა და კარგად ვიცით ამ ხელმოწერის მნიშვნელობა“, – განუცხადა ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მერაბ ჭიქაშვილმა რუს ჟურნალისტებს თბილისში გამოფრენამდე.

ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო

„РИА Новости“ ასევე წერს, რომ მოსკოვი-თბილისის პირველ რეისზე იმყოფებიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი – მიხეილ ჟღენტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი – თემურ ფიფია, „ახალი სოციალისტური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ვალერი კვარაცხელია, „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელი – თემურ მაისურაძე, პროფესორი და ბიზნესმენი – მამუკა ფიფია.

საქართველომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა – ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე Red Wings იფრენს

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

 

mazda magti 5g