LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს მოუწევს ადეკვატური რეაგირება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წამოვა კონფლიქტში მონაწილე მოთამაშეებისგან” – კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა შეიძლება გამოიწვიოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებამ

88
BeFunky-collage

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე კვლავ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბებს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან, 100-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა სამ­შა­ბათს და­ი­ძა­ბა. სომ­ხეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი, მათ შო­რის ჯერ­მუ­კი, გო­რი­სი და კა­პა­ნი და­ბომ­ბეს და მათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის “მას­შტა­ბურ პრო­ვო­კა­ცი­ას“ უპა­სუ­ხეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კი, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა „მას­შტა­ბუ­რი პრო­ვო­კა­ცია“ მო­ა­წყო, რომ­ლის დრო­საც ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და­ნაღ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხა­რე­ებს შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა უზ­რუნ­ველ­ყო, თუმ­ცა შე­ტა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კვლავ ვრცელ­დე­ბა, მხა­რე­ე­ბი კი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქტთან დაკავშირებით, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, რონდელის ცენტრის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტის დაწყება მოსალოდნელი იყო, რადგან ამ დრომდე მიღწეული შეთანხმებები, როგორც ჩანს, არც ერთ მხარეს არ აკმაყოფილებს.

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ისტორიაში გადაიშალა კიდევ ახალი ფურცელი
რამდენად მოსალოდნელი იყო ვითარების გამწვავება ახლა? თქვენ როგორ აფასებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ სამხედრო დაპირისპირებას და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს?

მოსალოდნელი იყო ნამდვილად და მოსალოდნელი იქნება მანამდე, სანამ არ მიიღწევა ისეთი შეთანხმება ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, რომელიც ორივესთვის იქნება ასე თუ ისე მისაღები და დამაკმაყოფილებელი.

შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება, რომელსაც მათ მიაღწიეს 2020 წლის კონფლიქტის შედეგად, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის მედიაციით, არც ერთ მხარეს ბოლომდე არ აკმაყოფილებს.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი გამარჯვებული გამოვიდა, დაიბრუნა ტერიტორიები, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში კონტროლს ვერ ახორციელებდა.

იყო ეიფორიული მდგომარეობა აზერბაიჯანის გამარჯვებასთან მიმართებაში, მაგრამ რეალურად, დარჩა ისეთი საკითხები, საბოლოო ჯამში, რაც აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანს კვლავ უქმნის დისკომფორტს.

მაგალითად, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის დიდი ნაწილი, მის კონტროლქვეშ რეალურად, ფაქტობრივად არ არის.

მეორე არის სატრანსპორტო კოლიდორების საკითხი, დერეფნების საკითხი, რომელზეც თითქოს აზერბაიჯანის მთავრობა იყო დარწმუნებული, რომ როგორც გამარჯვებული მოახვევდა სომხეთს თავს თავის მოდელს. მათ შორის, მას უნდოდა გაეჭრა სატრანსპორტო დერეფანი ნახიჯევანში, ისეთნაირად, რომ სომხეთს არ ჰქონოდა ტვირთების და საერთოდ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების უფლება.

უნდოდათ პირდაპირი გამჭოლი დერეფანი, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოდგენილი იქნებოდა როგორც აზერბაიჯანის რაღაც ტერიტორიული მონაკვეთი.

ნუ ამას ვერ მიაღწიეს, ასევე პრობლემები შეიქმნა, სანამ რუსეთის სამშვიდობოები მყარად იდგნენ, სადაც სომხეთი უკავშირდება მთიან ყარაბაღს, ჯერ კიდევ აზერბაიჯანელები იქ არ აქტიურობდნენ, მაგრამ ახლა, პრაქტიკულად მოიხსნა მთელი რუსული სამშვიდობო კონტინგენტი.

ხშირად აღნიშნავენ, რომ სომ­ხე­თი არის ძალ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­უ­ჭირ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­გე­რი­ე­ბა, რო­მელ­საც ზურგს თურ­ქე­თი უმაგ­რებს.

თქვენი შეხედულებით, ამ კონფლიქტში თურქეთის როლი როგორია? რას იტყვით თურქეთის ინტერესებზე? და მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესებზე?

თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა არის, რა თქმა, უნდა წამქეზებლური, არ დამთმობი.

ის თავის პარტნიორ აზერბაიჯანს აგულიანებს, ნუ გეშინია, მოიქეცი ცოტა გაბედულად, სომხეთს თუ საჭიროა, არ დავუთმოთ არაფერი და ა.შ მე მგონია, რომ თურქეთის როლი არის კონფლიქტის ხელის შემწყობი.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა სრულად გამოაჩინა საკუთარი თავი პრინციპში. რუსეთს სულაც არ უნდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებები ასე მარტივად შეასრულოს.

თუმცა რუსეთი შეეცდება სომხეთის დახმარებას ისე, რომ გამოჩნდეს, რუსეთი სომხეთის მხარეზეა.

მაგრამ არ გამოჩნდეს, როგორც მებრძოლი აქტორი, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ან საბრძოლო მოქმედებებში ან საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაში.

მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარება სომხეთის მხრიდან განხორციელდება და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს ბალანსი.

არ მოახდინოს აზერბაიჯანმა სომხეთის დაჩაგვრა. არა იმის გამო, რომ მას ადარდებს სომხეთის ბედი, არამედ იმის გამო, რომ არ უნდა დაკარგოს სომხეთი, როგორც დასაყრდნობი.

ეს ინტერესთა ჭიდილი ჩვენ რა საფრთხეებისა და გამოწვევის წინაშე გვაყენებს?

როგორ წარმოგიდგენიათ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?

როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის მიერ ამ პროცესში გადადგმული ნაბიჯები?

ყოველთვის, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს კონფლიქტი, საქართველო მისი გეოგრაფიული, ცენტრალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის, დგას რისკის ქვეშ, რომ მას მოუწევს რაღაცნაირად თავის დაცვა, სხვადასხვა სახის პრეტენზიებისგან პირველ რიგში. რომ მოუწევს იმ მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირება, რომელიც წამოვა მისი მეზობელი ან ამ კონფლიქტში მონაწილე მოთამაშეებისგან.

ამ შემთხვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრებიან ერთმანეთს და შეიძლება ჩვენი კონფლიქტში ჩათრევა ასე მარტივად ვერ მოხერხდეს, მაგრამ თუ კონფლიქტმა მიიღო უფრო ფართო ინტერნაციონალიზაცია და რუსეთი და თურქეთი ჩაერთნენ მასში, პირდაპირ არა ირიბად, ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან იქნება მცდელობა, რომ საქართველო გადაიბიროს თავის მხარეზე. მით უმეტეს საქართველო მათთვის ლოგისტიკის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი.

მაგალითად, რუსეთმა შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველომ დაუთმოს დერეფანი მის სამხედრო ძალებს, შეიძლება მას მოუნდეს საქართველოზე გატარება ტექნიკის, შეიარაღებული ძალების.

შეიძლება თურქეთმაც მოინდომოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება იმისთვის, რომ მოახდინოს ტრანზიტი აზერბაიჯანის დასახმარებლად, სამხედრო დახმარების ფარგლებში.

ორივე შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს უარის თქმა, რადგან ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ და ორივე შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გვქონდეს გართულება, როგორც რუსეთთან, ისე თურქეთთან.

გააჩნია კონფლიქტის ინტენსივობას და მიზნებს, რომელსაც დაისახავენ ჩვენი მეზობლები,” – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა “ფორტუნასთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g