LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ოლიმპიადის მასპინძლობა სურს: პრემიერი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

136

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას შეისწავლის.

ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას მიიღო.

ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.
გიორგი კვირიკაშვილმა ტომას ბახს პირისპირ შეხვედრისას დეტალურად გააცნო საქართველოს პოტენციალი

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

“ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს”, – განაცხადა ტომას ბახმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g