LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რამდენიმე რეგიონში, შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს

140
shezgudva

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

„წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიაში და სამეგრელოში.

შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო 1 კვირაა ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა, ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა, სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე, ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის.

ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი”,-აცხადება გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ პანდემიასტან ბრძოლაში კიდევ ერთი იარაღი, „სინოფარმი“ მიიღო.

მას შემდეგ რაც, ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას გაივლის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, საქართველოში „სინოფარნმით“ აცრა დაიწყება.

ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა – გამყრელიძე

რომელ ქვეყნებში იყენებენ ჩინურ ვაქცინას – “სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g