LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

76

„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, დამატებითი მატარებელი 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმოძრავებს.

„მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი- Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის 10:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 საათზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები