LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეუძლია რეგიონის ირლანდია გახდეს – BBC-ის ბიზნესკორესპონდენტი

84
427269501

 „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, სადისკუსიო პანელზე „ინვესტირება წარმატებისთვის“ BBC-ის გადაცემა The Newsroom-ის წამყვანმა და ფორუმის მოდერატორმა ჯო ლინამმა ირლანდიასა და საქართველოს შორის პარალელები გაავლო და ეკონომიკური განვითარების ასპექტების შესახებ ისაუბრა.

„70-იან წლებში ირლანდია ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო დასავლეთ ევროპაში. ირლანდიის რესპუბლიკა სოფლის მეურნეობაზე იყო დამყარებული, ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიოდნენ, ხდებოდა ინტელექტის გადინება. ქვეყნის ვაჭრობის 60% მხოლოდ ერთ დიდ, მძლავრ მეზობელს უკავშირდებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდიის ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, უნივერსიტეტებში ინვესტიციები ჩაიდო. შეიცვალა დაბეგვრის სისტემა. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ირლანდია სიმდიდრით მეორე, ხოლო პატარა ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა. საქართველოს შეუძლია აღნიშნული გაკვეთილები შეითვისოს და რეგიონში ირლანდიის რესპუბლიკა გახდეს“, – განაცხადა ჯო ლინამმა.

ამასთან, BBC-ის მთავარი ბიზნესკორესპონდენტის აზრით, აბრეშუმის გზის ინიციატივა შეიძლება გახდეს საქართველოში ძირითადი ტრანსფორმაციის დასაწყისი, რაც ქვეყანას გაამდიდრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g