LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

114
გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.

მათივე ცნობით, პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი – წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

„ხომ არ გრძნობთ სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, თვალების აცრემლიანებას? – ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან“ – რას წერს „ჩემი ქალაქი მკლავს“

„ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 ნოემბრიდან ქალაქებში ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია, რაც გამოიწვევს სისუსტეს, გულის აჩქარებას, თავბრუს ხვევას, თვალების აცრემლიანებასა და გაღიზიანებას.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.

უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების – წვიმა, თოვლი, ქარი – განვითარებაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება დღევანდელი…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ორშაბათი, 01 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g