LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება“ – რატომ დაიბარეს გიორგი რურუა გამოკითხვაზე

135
გიორგი რურუა

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა წერს.

„აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი, მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის?! მგონი ბიძინა ჰქვია და გვარი – ი ასოზე იწყება.

ცირკია მა რა არის – როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა.“ – წერს გიორგი რურუა.

როგორც რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „მისი დაცვის ქვეშ მყოფი, გამოკითხვაზე არ მივა და ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს“.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g