ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის – ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა, მალე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Good news for #Georgia‘s citizens: political agreement b/w @EUCouncil & @Europarl_EN on #Georgia visa lib. Next step @EUCouncil soon. pic.twitter.com/uCzsyd7rz4
— EU2016SK (@eu2016sk) December 13, 2016