LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ფრენები მალე აღდგება

149
Plane28

დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენ აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა ონლაინ შეხვედრა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო ემზადება ტურისტული სეზონის გახსნისთვის.

„პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მოქალაქეების მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები