LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და მაროკოს სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

120
მემორანდუმი

ქალაქ კუალა ლუმპურში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და მაროკოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა გაიმართა. უწყებებმა, მოლაპარაკებების შედეგად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ასევე წარმატებით დასრულდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პარაფირების პროცესი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოსა და მაროკოს ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო უწყებების მიერ შეთანხმებაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, როდესაც მხარეებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ რიადში მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების დროს.

magti 5g