LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა“ – ანა ჯაბაური

214
ing (3)

„ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა:

„ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა.

თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც მისი სიცოცხლე ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა.

თურქეთშიც და გერმანიაშიც ყველა ნევროლოგი მოგვიწოდებდა, რომ ცოტნე ჰოსპიტალებისთვის მაქსიმალურად აგვერიდებინა ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, სახლში გაგვეგრძელებინა.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს ვებრძოდით და ძლივს დავამარცხეთ.

არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვხატო ბრწყინვალე პროფესიონალისა და იშვიათი ადამიანის, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მიმართ, რომელიც ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში მთავარი რგოლია. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ.

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული.

ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვადევნებთ თვალყურს, სადაც მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი წინსვლები ამჯერად ექსპერიმენტის ფაზაშია. ჰოდა, ჩვენც იმედიანად და მოთმინებით ველით მათ დანერგვას“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„ერთი პატარა საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ.. შეკითხვა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ნაცნობი, უცნობი თუ ჟურნალისტი მისვამს, არის ის, თუ რა მაძლევს ძალას“ – რას წერს ანა ჯაბაური

„არსად გაგონილი… საკუთარი დედა უმწეო ცოტნეს თაღლითობაში საჯაროდ სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის!“ – ანა ჯაბაური პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g