LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

106
მემორანდუმი

მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ ყაზახეთის დამატებით 12 ქალაქის მიმართულებით (შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა). აქამდე ფრენები მხოლოდ ასტანის, ალმათისა და აქტაუს მიმართულებებით სრულდებოდა.