საქართველოში 116 აივინფიცირებული ბავშვი გამოვლენილი. მათგან 27 გარდაიცვალა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან ეს მაჩვენელები 214 იყო.
სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8299 აივინფიცირებული პირი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა.