საქართველოში 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანია ჩამოვიდა

389

ჩვენთვის საინტერესოა იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დაინტერესება ქართულ-იტალიურ ბიზნესების დაახლოების კუთხით უკვე არის.

„ეს არის საქმიანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს ფორუმი იმართება. გვექნება შეთავაზება კერძო სექტორებს შორის ურთიერთობის დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიზნეს ფორუმის ფარგლებში იხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ბოტიჩელის და კარავაჯოს ნამუშევრები. ამ ყველაფერს აქვს სერიოზული მნიშვნელობა, რადგან საქართველოსა და იტალიას შორის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ საერთოდ ურთიერთობა გავაღრმავოთ, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, ვქმნით საკმაოდ მიმზიდველ პლატფორმას, როგორც ევროპელი, ასევე ჩინელი კოლეგებისთვის, როგორც წარმოების, ასევე ვაჭრობის განვითარებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება იტალიისა და საქართველოს დაახლოებას, მინისტრის თქმით, ეს ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოიხატა.

„იტალიის ეკონომიკას რომ შეხედოთ, ძირითადი ინტერესი არის სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმოება, წარმოების საშუალებები, ყველა ის მიმართულება, რაშიც იტალიური ექსპორტი არის ძლიერი. მეორე მხრივ ჩვენთვის საინტერესოა კოპერირება და იმ ცოდნის წამოღება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ აქ კონკრეტული შედეგები გვექნება. ვიცით, რომ რამდენიმე იტალიური კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, როგორც სამშენებლო სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობაში და ეს ნაბიჯები გასაგრძელებელია. ქართული და იტალიური ეკონომიკა გარკვეულწილად ჰგავს ერთმანეთს საშუალო ბიზნესზე კონცენტრირებით. დღევანდელი შეხვედრები და ვიზიტები ამითაც იქნება საინტერესოა“, – განაცახადა გიორგი გახარიამ.

თბილისში იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან კალფაროტო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენელია. მათი კომპანიების საერთი წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას