LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აქსესუარების რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა – ცნობილი მაღაზია, შესაძლოა, დაიხუროს

300
5c03f06d960bd

საქართველოში მეორადი მოთხოვნილების პროდუქციის, კერძოდ აქსესუარების რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა – შესაძლოა, „პარფოისი“ დაიხუროს. ამის შესახებ კომპანია „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 70-80%-ით, მსგავს ბრენდებზე კომპანიას უარის თქმა მოუწევს.

„ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი პრობლემაა მეორადი მოთხოვნილების პროდუქციის რეალიზაცია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს „პარფოისის“ მაღაზიების ქსელი- იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის პროდუქცია აქსესუარებია, მოთხოვნა არ არის. ივნისში 75%-ით შეგვიმცირდა რეალიზაცია. შესაბამისად, ამ ბრენდის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება“ – ამბობს კახა ხაზარაძე.

აღნიშნულ საკითხზე „ფორტუნა“ „აი სი არ ჯგუფის“ მარკეტინგის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ „პარფოისს“ გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდა და ქვეყანაში, აქსესუარებზე მოთხოვნამ იკლო. თუმცა, აღნიშნეს, რომ „პარფოსის“ მაღაზიების დახურვასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს ყოველივე ვარაუდია.

საყვარელ ბრენდებს მოლში მისვლის გარეშეც შეიძენთ: კოვიდის გავლენა ქართულ შოპინგზე

"ვფიქრობთ, რომ ივლისში გავუშვათ საერთო საიტი, სადაც მომხმარებელი როგორც დათვალიერებას, ასევე ყიდვას შეძლებს".

ცნობისათვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებსა და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა უამრავ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბრენდს. შემცირებული რეალიზაციის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ბრენდი ხურავს მაღაზიებს. მაგალითისთვის, Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ი მსოფლიოს მასშტაბით აპირებს 1200-მდე მაღაზიის დახურვას. ტანსაცმლის პოპულარული რითეილერი ცდილობს, ონლაინ გაყიდვების გაზრდას იმ ქაოსის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ Zara-ს მაღაზიების შემცირებაზე საქრთველოში ჯერჯერობით საუბარი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g