LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა ამჟამად თითქმის 59 მილიარდ ლარს შეადგენს

109
Business

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.7%-ით გაიზარდა და 58.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.4% – საშუალოზე, 18.2% კი – მცირე ბიზნესზე.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 34% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მას მოჰყვება ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.6%-იანი წილით, დამმუშავებელი მრეწველობა – 8.2%-იანი წილით, მშენებლობა – 7%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.8%-იანი წილით, ხოლო 12.5% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 788 ათასი პირით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7% – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.7% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% – საშუალოზე, 36.9% კი – მცირე ბიზნესზე.  

საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2190 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 183 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g