LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ 48 მლრდ ლარის ოდენობის სესხი გაიცა

127
სესხი

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებლებს ეყრდნობა, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 48.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 226.32 მლნ ლარით (0.47%-ით) მეტია.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მლნ ლარით (0.84%-ით) შემცირდა.

2023 წლის აგვისტოს ბოლოს რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.68 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.79%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2023 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.55%-ით (139.22 მლნ ლარით) გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის მან 25.53 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსთვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.58%-ით მეტია (276.96 მლნ ლარით) წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. წინა თვესთან შედარებით 5.11%-ით (934.94 მლნ ლარით) გაიზარდა ვადიანი დეპოზიტებიც, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.23%-ით (657.98 მლნ ლარით) შემცირდა.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g