Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 619 274.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა,
აჭარა – 125,
იმერეთი – 461,
ქვემო ქართლი -153,
შიდა ქართლი – 189,
გურია – 178,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 266,
კახეთი – 220,
მცხეთა-მთიანეთი – 77,
სამცხე-ჯავახეთი – 57,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი.