LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

122
AMIRAN

საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამის. ეს დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაუკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 90% ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მარტივად ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g