საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე არის განთავსებული. გვერდზე მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამ დროისათვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458 პირი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა