ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.