ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდაცვლილთა რაოდენობა: თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია, 636 გარდაცვალების შემთხვევა.
კორონავირუსისგან 3 342 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 3 473