LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

63
5e8586bad8227

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 329 407-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g