2021 წლის 26 ივლისს, 15:00 საათზე, „თიბისი ბანკი“-ს სათაო ოფისის ბოლო სართულზე გაიმართება „საქართველოს ფესტივალების ასოციაცია“-ის პრეზენტაცია. ადგილზე გაკეთდება საერთო განხადებას საფესტივალო ინდუსტრიის განვითარების საკითხებზე. ასოციაცია აგრეთვე გამოეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
2021 წლის 4 მაისს, იურიდიულად გაფორმდა „საქართველოს ფესტივალების ასოციაცია“, რომელშიც გაწევრიანდა, საქართველოში მოქმედი 19 საერთაშორისო ფესტივალი. ასოციაციის მიზანია, საფესტივალო ინდუსტრიის განვითრება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი.
ასოციაციის წევრი ფესტივალებია:
1. „წინანდლის ფესტივალი“
2. „ქოლგა თბილისი ფოტო“
3. „თბილისი ჯაზზ ფესტივალი“
4. „შავი ზღვის ჯაზზ ფესტივალი“
5. „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“
6. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“
7. „მერსედეს ბენც მოდის კვირეული“
8. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი „ბლუზფესტ“
9. „თბილისი ოფენ ეარ“
10. „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი“
11. „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“
12. „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“
13. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სამერ სეტ“
14. ფესტივალი „მზესუმზირა“
15. „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“
16. „ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი“
17. „თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი“
18. „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“
19. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი „ედ ბლექ სი“
მისამართი : „თიბისი ბანკი“-ს სათაო ოფისი, კოტე მარკანიშვილის 7, ბოლო სართული.
საკონტაქტო : სოფიო ებრალიძე 599 108 696