LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მშენებლობაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია – 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა

96
construction

საქართველოში მშენებლობაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. 2021 წელს საქართველოში 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა, მაჩვენებელი 5.6%-ით არის  გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, სულ ნებართვა გაიცა 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 74.4% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% თბილისზე, 9.2% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9% – იმერეთის რეგიონზე.

2021 წელს გაცემული ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი მოდის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. თუმცა ნებართვები ასევე გაცემულია სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5% – თბილისზე, 12.3% – კახეთზე, 11.7% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე. სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9%-ით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები