LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 13%-ით შემცირდა

100
Untitled

2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ყველაზე დიდი თანხა იტალიიდან შემოვიდა, რაც 33 მილიონ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება დანარჩენ 4 ქვეყანას, რომლებიც ლიდერი ქვეყნების ტოპ 5-ეულში არიან, ესენია:

რუსეთის ფედერაცია – $21.9 მილიონი, კლება წინა წელთან -13%

აშშ – $21.1 მილიონი, მატება წინა წელთან 10%

საბერძნეთი – $15.5 მილიონი, კლება წინა წელთან -22%

ისრაელი – $14.1 მილიონი, მატება წინა წელთან 1%

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g