საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, აღარ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათიც.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იყო გამოხადებული.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, გუშინ, 21 მაისს განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათი.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საჭიროა ელემენტარულ წესების დაცვა, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი“.