LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში: ივანე ჩხაიძე

164
chkhaidze-w-h

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ინფიცირებულთა დღევანდელ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ვიცით პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან, 3-4-5-ჯერადი ზრდა არის მანამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ჩვენთვის მანამდე არსებული მაქსიმუმი იყო 6 ათასი, ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში. ეს მატება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურების რეკორდული მაჩვენებელი – 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g