2016 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 315.4 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემი 16.7 პროცენტით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ
ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ეს ქვეყნებია: რუსეთი, აშშ, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა და ა.შ.
ამავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი მოდიოდა.
2016 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (48.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.6 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.


