სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეზღუდვების მოხსნა ივლისიდან შეეხებათ, მაშინ როცა ვაქცინაციით მოსახლეობის შედარებით ფართო ფენა იქნება მოცული – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაც სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინა და დისკრიმინირებულია იმის გამო, რომ შეღავათს ვერ მიიღებს.
„შესაბამისად, როდესაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე“, – დასძინა გაბუნიამ. მისი თქმით, ეპიდემიის დამარცხების მთავარი იარაღი ვაქცინაციაა. ამის წასახალისებლად კი, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების დაწესება განიხილება.
